ჩვენს შესახებ

Bodega by Parallel 42 — ეს არის ადგილი, სადაც ხარისხიან საჭმელსა და ღვინოს ერთად გთავაზობთ. ჩვენი მთავარი ხიბლი პრემიუმ ხარისხის ხორცეული და ყველის დაფებია, შერჩეული ესპანეთიდან, იტალიიდან და საქართველოდან. ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ გემრიელ ლამაზ გარემოში გაატაროთ საღამო.

Bodega by Parallel 42-ის იდეა იმ სურვილიდან გაჩნდა, რომ შეგვექმნა უცხოური ღვინის ბარი, რომელიც თბილისში ევროპულ ატმოსფეროს შექმნიდა. ღვინოები შერჩეულია ისეთი ქვეყნებიდან, სადაც მეღვინეობის დიდი ტრადიცია აქვთ – საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია და სხვა.
აღსანიშნავია, რომ ჩვენი სტუმრები ღვინის დაგემოვნებას იმავე ფასად შეძლებენ, რა ფასიც Parallel 42-ის დახლზე გვაქვს.

ჩვენი ბრენდი წარმოადგენს სს Four Seas Trading-ის ახალ თავგადასავალს — იმავე გუნდის, რომელიც წლების მანძილზე მართავდა წარმატებულ ბრენდებს, როგორიცაა Fish Market და Parallel 42.

Bodega by Parallel 42 — ადგილი ღვინისა და გემრიელი დაფებისთვის.